რეგიონი
ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის
ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფის მომსწრეა, რომელიც მსოფლიოს თავისუფალ ადამიანებს აიძულებს დასვან ლეგიტიმური კითხვები საერთაშორისო სისტემების ბუნებასა და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობასა და მათ პრინციპებზე, - ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ დოჰას ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ემირმა დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე, თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

”მსოფლიო რეალურად იყოფა მათ შორის, ვინც ამ ომის დასრულებისა და ომის მანქანის შეჩერებისკენ მოუწოდებს, და ვინც ყოყმანობს, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს”, - აღნიშნა კატარის ემირმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი რელიგიური ომად წარმოაჩინოს.

„თუმცა, ეს კონფლიქტი იყო და ახლაც არის ოკუპაციის საკითხი და იმ ადამიანების საკითხი, რომლებსაც თვითგამორკვევის უფლება ათწლეულების განმავლობაში აქვთ წართმეული“,
- აღნიშნა კატარის ემირმა.

ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, - ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.

Kan-ის წყაროების ცნობით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება და ლოკალიზებული ოპერაციები განხორციელდება.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, იქნება მცდელობები მეტი მძევლის გასათავისუფლებლად შეთანხმებების მიღწევის მიზნით.

Kan-ი იუწყება, რომ უახლოეს ორ თვეში ისრაელი ღაზის სექტორის მცხოვრებლების ნაწილს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც აშშ-ის მოთხოვნა და ოპერატიული აუცილებლობაა.
| Print |
თეგები: ისრაელი / ომი / ღაზა /