რეგიონი
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს
რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მერი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ ის ქალაქის ცენტრში უკვე მივიდა და იქ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული დახვდა.

"სერიოზული ნგრევა და ხანძარია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ", - წერს ტერეხოვი.

ოკუპანტების იერიშის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი და ბრიტანელი ჟურნალისტი.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მისივე ინფორმაციით, ხარკოვში სულ მცირე 6 აფეთქება მოხდა - ყველა დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი ხარკივის ცენტრში, სამედიცინო დაწესებულება და ხარკივის ყველაზე დიდი სასტუმრო.

სინეგუოვი მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხო ადგილებში გადაინაცვლონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ყველა დაზიანებულ ლოკაცია საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

დაშავებული მოქალაქეების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
| Print |