რეგიონი
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.
| Print |