რეგიონი
ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
თითქმის ორი წელია, რაც უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ღამით სარაკეტო იერიში ხარკოვზე მიიტანეს.

ხარკოვის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმა S 300-ის ტიპის რაკეტებით მოხდა. დაზიანდა სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
| Print |