რეგიონი
რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა
2023 წლის მონაცემებით, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. მან საუდის არაბეთს გაასწრო. ამის შესახებ Reuters წერს.

ჩინეთის საბაჟოს ინფორმაციით, რუსეთმა 2023 წელს ჩინეთს 107,2 მლნ ტონა ნავთობი მიაწოდა. ეს დღე-ღამეში დაახლოებით 2,14 მლნ ბარელს უდრის. ეს რუსეთის მიერ ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების მხრივ რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში 2023 წელს ჩინეთმა 563,99 მლნ ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა. საერთო ჯამში რუსული ნავთობის ექსპორტში ჩინეთი 45-50%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინდოეთს, თუ 2-3 წლის წინ რუსეთის ექსპორტი ამ ქვეყანაში თითქმის ნულს უდრიდა, ახლა ის 40%-ს შეადგენს.

ამასთანავე გამოცემა Independent იუწყება, რომ 2023 წელს ინდოეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 115%-ით გაიზარდა და ახლა დღე-ღამეში 231,5 ათას ბარელს უდრის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირის 27-დან 20 ქვეყანა ინდოეთისგან ნავთობს იმისდა მიუხედავად ყიდულობს, რომ ეს ნავთობპროდუქტები რუსული ნავთობისგან არის დამზადებული, რომელზედაც სანქციები ვრცელდება. ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტი ინდოეთში ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა შეიძინეს.
| Print |