რეგიონი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 108-ე დღეს
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ბრძოლა 108-ე დღეა გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ჯაბალიდან ხან იუნისამდე ტერიტორიაა.

„ცაჰალის“ ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი ჰამასის ქსელისაგან პრაქტიკულად გაწმინდეს.

„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ მოგერიებასაც განაგრძობს. „ცაჰალი“ აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაჯგუფების აგრესიის საპასუხოდ, „ჰეზბოლას“ სამხედრო შტაბი და ოპერატიული მართვის პუნქტი გაანადგურეს.
| Print |