კენჭისყრის დღის პროცედურები, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის მოსახლეობას გააცნეს. ადგილობრივებს, თითოეული ხმის მნიშვნელობა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა განუმარტეს.
შეხვედრა ოშორაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაციის“ თანამშრომლობს ფარგლებში გაიმართა. სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა, ადგილობრივ მოსახლეობას, ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
ოშორა ერთი ნიშნით შეირჩა. სოფელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული. ,,თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაცია“ კი ახორციელებს პროექტს „ჩვენი ქვეყანა- ჩვენი არჩევანი – ერთი ხმის ხმოვანება“ რომლის მიზანიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ეკომიგრანტების საარჩევნო აქტივობის გაზრდა და მათი საარჩევნო კულტურის ამაღლებაა. აღნიშნულმა პროექტმა ვერ მოიცვა სოფელი ოშორა, ამიტომ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდა, რომ საინფორმაციო შეხვედრა ოშორის მოსახლეობისთვისაც ჩაეტარებინათ.
მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით გაიმართა. ,,თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენლების თქმით, ისინი მომავალშიც გეგმავენ საარჩევნო კუთხით ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც სამოქალაქო აქტივობის გაზრდისკენაა მიმართული.