ახალციხის ცენტრალურ პარკში, უკვე მეორე დღეა, კომიქს–კარავი დგას. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” ახალგაზრდული ჯგუფის წევრები კი, არჩევნების თემაზე შექმნილ კომიქსებს არიგებენ.
პროექტის ,,საარჩევნო კომიქს–კარვების” მიზანია, რომ მოსახლეობამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია, მარტივად და მათთვის გასაგებ ენაზე მიიღოს. კომიქსები, რომლებიც სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შექმნეს, უკვე დარიგდა სამ მუნიციპალიტეტში – ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
პროექტს „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი “ ახორციელებს. სამცხე–ჯავახეთში მას პარტნიორობას „დემოკრატ მესხთა კავშირი“ უწევს.