რეგიონი
ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა - ზელენსკი
რუსულმა ძალებმა დნიპრო დაბომბეს, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკის თქმით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა.

დნიპროში აფეთქებები რამდენჯერმე გაისმა, ამ დროს ქალაქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული, - წერს BBC უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

“მარტსა და აპრილში გაგვიჭირდება. გავივლით სხვადასხვა ტალღების პერიოდს: პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის ზეწოლის. რუსეთმა შესაძლოა მოამზადოს კონტრშეტევა ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს. ისინი მოემზადებიან და ჩვენ მოვემზადებით ბრძოლისთვის. მე მჯერა, რომ მათი შეტევა ნაყოფს არ მოიმკის”,_ განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ კრემლი, უკრაინის დანაკარგების შესახებ, გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

,,ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არა 300 000 ან 150 000, ან რასაც პუტინი და მისი მატყუარა გარემოცვა ამბობს. მაგრამ ჩვენთვის თითოეული ეს დანაკარგი დიდი დანაკარგია", - ამბობს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ამ ომში 180 000 რუსი სამხედროა მკვდარი, 500 000-ზე მეტი კი დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 წელი გავიდა.
| Print |