რეგიონი
ერევანსა და ბაქოში, სავარაუდოდ, ზელენსკის ვიზიტი აღარ შედგება
სომხეთის მთავრობასთან დაკავშირებული ტელევიზიები იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში აღარ შედგება, რადგან ბაქომ ზელენსკის მიღებაზე უარი თქვა, ერევანის პოზიცია კი იყო, რომ ზელენსკის ვიზიტი „რეგიონული“ უნდა ყოფილიყო.

მანამდე სომხეთის ხელისუფლებასა და დიპლომატიურ წრეებში რადიო თავისუფლების წყაროები ამბობდნენ, რომ ზელენსკი 3 მარტს ბაქოში, 4 მარტს კი ერევანში უნდა ჩასულიყო.

ეს იქნებოდა მისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში.

ცნობები სავარაუდო ვიზიტის შესახებ ოფიციალურად არცერთ დედაქალაქს არ დაუდასტურებია.

1-ლ მარტს სომხურმა გამოცემა „რადარმა“ დაწერა, რომ ვიზიტი, ბაქოს უარის გამო, აღარ შედგება. ოფიციალური უარყოფა კვლავ არ ყოფილა.

იმავე დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულმა გამოცემამ, Caliber-მა დაწერა, რომ ცნობები ვიზიტის შესახებ იყო „სომხეთის პრემიერისგან წამოსული დეზინფორმაციის კამპანია“, რომლის თანახმადაც „ბაქოდან ერევანში წამოსულ ზელენსკის ბაქოდან ომის პატიმრები უნდა წაეყვანა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„ჩვენი დიპლომატიური წყაროების თანახმად, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ზელენსკის ვიზიტი ბაქოში არცერთ ეტაპზე არ ყოფილა დაგეგმილი. ფაქტი, თუ უკრაინის პრეზიდენტი ერევანში მიემგზავრება, ეს კიევსა და ერევნის ორმხრივი ურთიერთობების საკითხია, და ბაქო ამაში არ ერევა“.

ორი დღით ადრე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მართალია, არ აქვს ინფორმაცია ზელენსკის ვიზიტის შესახებ, მაგრამ თუკი ასეთი ვიზიტი დაგეგმილია, ის რეგიონული უნდა იყოს.
| Print |