შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების“ გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).