რეგიონი
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს - ამის შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. მისი თქმით, ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება

"ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სომხეთი აღმოჩნდა, ქვეყანაში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვთ და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება.

პირველად ევროკავშირი, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო"
- თქვა მირზოიანმა.
| Print |