პარტია ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი, ახალციხესა და ბორჯომში, ამომრჩეველს შეხვდა. განათლება, უსაფრთხოება და ვეტერანთა სოციალური პაკეტი – ამ თემებზე აპირებს მუშაობას პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.
დავით თევზაძე ფიქრობს, რომ მისი გუნდი კომპეტენტური სწორედ ამ საკითხებშია.
პარტიის ლიდერი ომის მონაწილეებს ახალციხის ცენტრალურ პარკში შეხვდა და მათ პრობლემებზე ესაუბრა. თევზაძემ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 80 000–მდე ვეტერანს რიგ პრობლემებს გადაუჭრის.
სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარული ოლქიდან, პარტიას დეპუტატობის კანდიდატი არც ერთგან ჰყავს დასახელებული.