ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკა გაზიფიცირდა. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.
სამუშაოების ღირებულება მილიონ 50 ათასი ლარია. გაზგამანაწილებელი
კომპანია ფოკის 357 ოჯახს, ბუნებრივი აირის სახლში შესაყვანად საჭირო
თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობს.
სოფლის ცენტრში ჩირაღდანი ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა,
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა და შპს „საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა აანთეს. სტუმრებმა
ფოკაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.