ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში, 78 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი, მეზობლებმა 28 აგვისტოს იპოვეს.
ახლობლების თავდაპირველი ვარაუდით, მარტოხელა ქალს წნევამ დაარტყა, თუმცა დაკრძალვის დღეს, ყელისა და გულის არეში ჭრილობა შეამჩნიეს. ოჯახის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს.
ს.ს. სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი შვილი, ოჯახთან ერთად რუსეთში, სამუშაოდ იყო წასული.
შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება. საქმეს ახალქალაქის რაიონული პოლიცია იძიებს.