ბორჯომში, რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება
17 ივლისს, 12:00-დან 16:15 საათამდე, ბორჯომის 801 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“ენერგო–პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შუქი სააკაძის, ციხის, ფალიაშვილის რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე გაითიშება.
შეზღუდვის მიზეზად, კომპანიაში გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ.
იგივე მიზეზით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვება 802 აბონენტს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. სოფლებში – დილისკასა და ჩუნჩხაში, დენი 17 ივლისს 12:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება.
“ენერგო–პრო ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.