წაღვერში ტყის მასივი იწვის
წაღვერში შერეული ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია რომ ცეცხლი 6 000 კვ მ ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან ერთად, თბილისის ბრიგადებიც არიან მობილიზებული. პროცესში ერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"