ქალაქ ვალეში საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
ქალაქ ვალეში, 2 700 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა.
ტროტუარი ცენტრალურ გზას ქალაქის შესასვლელიდან ბოლომდე ექნება.
ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 355 473 ლარია გათვალისწინებული, 166 001 ლარს კი BP გამოყოფს.
ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, ახალციხის მუნიცხიპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.