სამცხე–ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სასამართლოს თანამშრომლებმა, ბორჯომში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომსა და სოფელ მზეთამზეში, მოქალაქეებს მოწყობილი ჰქონდათ სახერხი საამქროები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.
შედგა შესაბამისი აქტები, სახერხი დანადგარები კი დაილუქა.