სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, 2016 წლის ოთხ თვეში გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ ინფორმაცია ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია როგორც შტატით გათვალისწინებულ, ისე შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა. თანხამ სულ 20 910 ლარი შეადგინა.
სააღდგომო პრემია არ აუღია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს.
პრემიის გარდა, იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში გაიცა სახელფასო დანამატიც. ჯამში 23 344 ლარის ოდენობით. დანამატს ძირითადად, შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები იღებდნენ.
დანამატის სახით გაცემული თანხა თვების მიხედვით:
იანვარი 2 950 ლარი
თებერვალი 8 680 ლარი
მარტი 8 775 ლარი
აპრილი 2950 ლარი
რუსუდან გვარამაძე