,,გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ამ სლოგანით შეუერთდნენ ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნას ახალციხეში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საინფორმაციო კამპანია გამართა. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს.
ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დამარცხება მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი მიზანია. 9 მილიონი დაავადებული ადამიანი ყოველწლიურად – ეს მსოფლიო სტატისტიკაა.
ღონისძიება “ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან” თანამშრომლობით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება. ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოა.