ელიაწმინდაში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ადმინისრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კარ-ფანჯარა და სახურავი შეიცვალა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარინელის მოწყობა, ელექტრო და წყალგაყვანილობის შეცვლა, შეკეთდება ფასადი და მოეწყობა შენობაში არსებული ოთახები, დამონტაჟდება საკანალიზაციო სისტემა.
სოფლის სახლში დაგეგმილია, ამბულატორიის, გამგეობის წარმომადგენლის ოთახისა და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილის მოწყობა.
მშენებლობაზე 12 ადამიანია დასაქმებულია. რეაბილიტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოები 66 320 ლარამდე ჯდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გზამშენი” ახორციელებს.
სოფელ ელიაწმინდაში, სადაც 51 ოჯახი ცხოვრობს წლების განმავლობაში არ იყო მედ-პუნქტი.