ბორჯომში, იუსტიციის სახლის მშენებლობა, ერთი კვირაა შეჩერდა. 70–მდე დასაქმებული იმის გამო გაიფიცა, რომ რამდენიმე თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. მუშები სამუშაოების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სამშენებლო კომპანია დავალიანებას, სრულად აუნაზღაურებს.
იუსტიციის სახლმა, ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი, 2015 წლის 15 მაისს გამოაცხადა. იგი შპს ,,ორნამენტმა“ 1 მლნ. 470 ათასი ლარით მოიგო.
,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი კომპანიასთან და მის დირექტორთან, გიორგი ციცქიშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღე ცდილობდა, თუმცა ,,ორნამენტში“ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
იუსტიციის სახლის საგოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბორჯომში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამ საკითხში ვერ ჩაერევიან. პრობლემა დამსაქმებელმა და დასაქმებულებმა უნდა მოაგვარონ.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობა ერთ თვეში უნდა დაასრულოს. იუსტიციის სახლში ამბობენ, რომ შპს ,,ორნამენტს“ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ განსაზღვრულ ვადაში მშენებლობას ვერ დაასრულებს.