ახალციხეში, 16 მარტს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რეგიონული კონფერნეცია ჩატარდა, რომლის თემაც, ,,მსოფლიო ქალთა ისტორიები’’ იყო. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები იმ ქალებზე მოამზადეს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
კონფერენციის მონაწილეებმა, ქალისა და კაცის თანასწორობის მაგალითები, საქართველოს ისტორიიდან მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ XII საუკუნეში არსებობდა.
კონფერენციაში მონაწილეობა ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების, 14 საჯარო სკოლის 22 მოსწავლემ მიიღო. რვავე საკონფერენციო თემის ავტორი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ყველაზე აქტიურ პარტნიორ საჯარო სკოლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრაზე, წარმატებულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენცია სამოქალაქო განათლების პროგრამის, ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარდა.