ქუთაისიდან აბასთუმნის
მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს ქუთაისის
აეროპორტთან დააკავშირებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის დროს განაცხადა. გიორგი
კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი ერთი საათში
დაიფარება.
“მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისიდან პირდაპირი გზა აშენდება აბასთუმნის მიმართულებით, რაც სამცხე–ჯავახეთს ქუთაისის აეროპორტთან დააკავშირებს, ერთი საათის სავალზე. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ეს რეგიონი მაქსიმალურად დაუკავშირდება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადგილს, რაც რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს, ესაუბრებოდნენ ხალხს და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტიაცი სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, ესტუმრა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებსა და საამქროებს.