ახალი ამბები
პრემიერმა ქვაბისხევში "ამხანაგობა ჩუქურთმას" საამქრო მოინახულა
“აწარმოე საქართველოში” არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროში უმასპინძლა. პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას” საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა. მეწარმეების თქმით, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად.” – აღნიშნა პრემიერმა.

12832457_229210834090615_4683503932248367437_n.jpg“აწარმოე საქართველოში” არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქროში უმასპინძლა.

პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას” საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.
მეწარმეების თქმით, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად.” – აღნიშნა პრემიერმა.

| Print |