ახალციხის თემის საკრებულოში რიგით მესამე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კენჭი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს უყარეს, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას შეეხო.
გამგეობის საფინასო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, მიმდინარე წელს ინფარსტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტისთვის 2 მილიონ 227 ათას ლარზე მეტი გამოიყო, რომელიც გელა ლომიძის თქმით, სარწყავის სისტემებისა და გზების მშენებლობისათვის დაიხარჯება.
დღის წერიგით გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა საკრებულოში ხმაური, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში საზოგადოების ჩართულობის საკითხს მოჰყვა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კონტაქტი აქვთ და ამიტომ პროგრამის შესახებ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს.