ახალციხეში არსებულ პრობლემებზე, ახალგაზრდებმა და ქალაქის პირველმა პირებმა, ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ღონისძიება ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს კითხვები, ძირითადად, ქალაქის პრობლემების შესახებ ჰქონდათ, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაპირებების მონიტორინგს განახორციელებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ისევ შეხვდებიან.
ღონისძიება პროგრამის – ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დამყარება იყო.