„საქართველოს განვითარების ფონდი” ახალციხეში – ორგანიზაციის ოფისი პაატა ბურჭულაძემ, ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. აქ ადგილობრივებს ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
ბურჭულაძემ, თანაგუნდელებთან ერთად, ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყო, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.
ფონდის დამფუძნებელმა, მოსახლეობას, მათი პრობლემების მოგვარებისთვის, ერთობლივი მუშაობა შესთავაზა. საზოგადოებას, მათი მიზნები და სამომავლო გეგმები, ახალციხის ციხეში, შეხვედრისას გააცნეს. პაატა ბურჭულაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ბურჭულაძეს პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრია.
ახალციხის ოფისი, რუსთავისა და თელავის შემდეგ, ფონდის მესამე რეგიონული ოფისია. ბურჭულაძე, კვირის ბოლომდე, ,,საზოგადოებრივი განვითარების ფონდის“ ოფისებს ოზურგეთში, ბათუმსა და ქუთაისში გახსნის.