გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ახალციხეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მუხისა და პანტის სახეობის საშეშე მერქანი აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს სოფელ ანში. სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები გადაჰქონდათ .
სახერხი – საამქროს მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს სოფელ თისელში, სადაც საამქროს ტერიტორია არ იყო შემოღობილი. ამასთან, ნარჩენების განსათავსებელი ორმო გადავსებული იყო ნახერხით, რომელიც მიმოფანტული იყო მთელს ტერიტორიაზე.
შედგენილია შესაბამისი აქტები.