როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, რა გზით არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება, რა საკითხებზე უნდა მიმართო აპარატს და რაზე მახვილდება ყურადღება?– ამ და სხვა მსგავს საკითხებზე არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გულო კოხოძე ესაუბრა.
დამამთავრებელი კლასის 15–მდე მოსწავლეს ინფორმაცია განსაკუთრებით გენდერისა და არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ დააინტერესდათ. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის მიზანს, სახალხო დამცველის აპარატის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენდა.