ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა პირებმა სოფელ ხარჯამში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელი სახლი მოინახულეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზიანის დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების გაწევის შესახებ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 25 იანვარს დილის საათებში გაუჩნდა, რა დროსაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.