ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში, უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საამქროში არსებული მორი უკანონოდ იყო მოპოვებული. სახერხი–საამქრო დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტშიც, სადაც რეგისტრირებული სახერხი საამქროს მხრიდან არ იყო დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, სახერხი საამქრო არ იყო შემოღობილი და არ გააჩნდა სანარჩენე ორმო.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ბორჯომსა და სოფელ ანდეზიტში. სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მპოვებული მორისა და ფიცრის გადატანის მცდელობა აღკვეთეს.
აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა.
გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში, ტაძრისსა (2 ფაქტი) და საკირეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მორები.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
შედგენილია შესაბამისი აქტები.