ჯავახეთში საავტომობილო გზებზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის შეზღუდვებია მხოლოდ როდიონოვკა–ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
მოძრაობა აღდგენილია შემდეგ მიმართულებებზე: სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე. ასევე, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთზე.