ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა.
შემთხვევა “კოხტა გორასა” და “დიდველს” შორის მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.
ზვავის ჩამოწოლის დროს იგი თხილამურებით სრიალებდა, თუმცა სათხილამურო ტრასებიდან მოშორებით, გაუკვალავ თოვლში იმყოფებოდა.
დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც მას საქართველო უნდა წარედგინა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: http://kvira.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-28-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0/