“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, აქედან 201 სამცხე–ჯავახეთშია.
დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, 30 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანის სტატუსი 29 სოფელსა და ერთ ქალაქს მიენიჭა. ესენია: ვალე, წინუბანი, ანდრიაწმინდა, ანდა, თისელი, ჭვინთა, ელიაწმინდა, ანი, დიდი პამაჯი, ყულალისი, პატარა პამაჯი, ორალი, საძელი, ხაკი, ტატანისი, ბოგა, სვირი, სხვილისი, მუსხი, ურაველი, წყორძა, ხეოთი, გიორგიწმინდა, ნაოხრები, წყალთბილა, აბათხევი, ჯულღა, წინუბანი, მიქელწმინდა, წირა;
ადიგენის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან ზონაში 32 სოფელი და ერთი დაბა მოხვდა: დაბა აბასთუმანი, არალი, წარბასთუმანი, ნაქურდევი, სოფელი ადიგენი, სოფელი აბასთუმანი, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, გომარო, აფიეთი, ზედუბანი, ამხერი, მლაშე, უტყისუბანი, არზნე, კიკიბო, მოხე, ციხისუბანი, ნამინაური, დერცელი, ზაზალო, ზემო ენთელი, შოყა, ფხერო, ჩორჩანი,დიდი სმადა, ხარჯამი, წახანწყარო, ქიქინეთი, ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, ღორთუბანი;
ასპინძის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანის სტატუსი 23 სოფელსა და ერთ დაბას მიენიჭა: ასპინძა, სოფელი ივერია, აწყვიტა, დამალა, თოკი, ვარგავი, იდუმალა, ოშორა, თმოგვი, ნაქალაქევი, ზემო ვარძია, მირაშხანი, ფია, სოფელი ვარძია, ოთა, ორგორა, საყუდაბელი, ტოლოში, გელსუნდა, ჭობარეთი, ძველი, სარო, ნიჯგორი, ხიზაბავრა;
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანის სტატუსით 16 სოფელი და ერთი დაბა ისარგებლებს: პატარა მიტარბი, დიდი მიტარბი, ანდეზიტი, ბაკურიანი, თორი, ჭიხარულა, ბალანთა, გვერდისუბანი, მაჭარწყალი, წინუბანი, ტაბაწყური, მოლითი, დგვარი, ლიბანი, ტბა, პატარა ცემი, ციხისჯვარი;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან ზონაში 65 სოფელი მოხვდა: ლომატურცხი, ღადოლარი, ბურნაშეთი, აზავრეთი, ვარევანი, ალასტანი, გოკიო, ორჯა, კორხი, არაგვა, თოთხამი, მაჯადია, ქალაქი ახალქალაქი, სოფელი ბარალეთი, იხტილა, მერენია, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, გოგაშენი, აფნია, დილისკა, ჩამდურა, მურჯახეთი, ვაჩიანი, ზაკვი, ბუღაშენი, ტრკნა, ბალხო, გომანი, ოლავერდი, ხულგუმო, კულიკამი, კარტიკამი, ბუზავეთი, თახჩა, აბული, კარწახი, ფილიპოვკა, კოთელია, კოჩიო, მოდეგამი, სირკვა, აგანა, ალათუმანი, ბეჟანო, კიროვაკანი, კუმურდო, ოკამი, ქარცები, აზმანა, პტენა, მიასნიკიანი, ბოზალი, დადეში, სულდა, ტურცხი, ჩუნჩხა, დავნია, ხავეთი, ერინჯა, ხანდო, ბავრა, ხოსპიო, მარტუნი, ხორენია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კი მაღალმთიანის სტატუსი 32 სოფელს მიენიჭა: საღამო, განძა, ყულალისი, ეფრემოვკა, სპასოვკა, სამება, ორლოვკა, გორელოვკა, ჟდანოვი, დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, მამწვარა, დილითი, ყაურმა, ეშტია, თორია, უჩმანა, ქალაქი ნინოწმინდა, ოროჯალარი, სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ტამბოვკა, ასფარა, როდიონოვკა, ფოკა, ვლადიმიროვკა, პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, კატნატუ, ჯიგრაშენი, პატარა ხორენია.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1-ელ აპრილამდე გეგმავს.