ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს.
საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი განაცხადი შევიდა: ესენია ზურაბ სადათიერაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და დავით ლომიძე – კოალიცია “ქართული ოცნებიდან”
ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 9 ხმა დავით ლომიძეს, 5 ხმა ზურაბ სადათიერაშვილს, ხოლო ერთი – ბათილი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა. მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.