ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ. ამ დროისათვის, საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი განაცხადია შესული. “ქართულმა ოცნებამ” დავით ლომიძის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბ სადათიერაშვილის.
საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევენ.
რიგგარეშე სხდომას 15 დეპუტატი ესწრება.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა. მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.