ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე კაფე „1+2“ ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. კაფეში დამწვარია 5 კვ.მ. ფართობი. კაფეს პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე გასულ წელს ამუშავებდა.
კაფე ამჯერად მისი მეგობრის საკუთრებაშია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.