ადიგენის 2016 წლის
ბიუჯეტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ
ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, 24 დეკემბერს საკრებულოს
სხდომაზე უყარეს.
ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17 დეპუტატი და ორი მათგანი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრისას დეპუტატმა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან” კი თავი შეიკავა.
ადიგენისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღმასრულებელმა ორგანომ ბიუჯეტში თანამშრომელთა ანაზღაურებისა და პრემია–დანამატებისთვის, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე თანხა გაწერა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 3 783 400 ლარით განისაზღვრა