შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორ თავად ახალციხის ციხის დირექტორი ამბობს, გუშინ 22 დეკემბერს იგი დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს. ამასთანავე, სხეულის დაზიანებების თაობაზე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
ილია სიდამონიძის მტკიცებით, გიგი რუხაძე მას ხელით არ შეხებია. მისივე თქმით, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ციხის თანამშრომლების განმარტებით, 18 დეკემბერს, დაახლოებით, 17:45 საათზე დირექტორის კაბინეტიდან ხმაური გაიგეს. მათივე თქმით, ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის მეუღლე ილია სიდამონიძეს ხმამაღლა ესაუბრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თანამშრომლემმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგი რუხაძე კაბინეტიდან გამოიყვანეს, რა დროსაც მან ხელი აიქნია და სიდამონიძეს კისრის არეში მოხვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.