ახალციხესა და ადიგენში სამართალდამცველები ავტომობილებს ამოწმებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელები ახალციხე–ვალისა და ახალციხე–ადიგენის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს აჩერებენ და ჩხრეკენ.
“ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისიდან. პოლიციელებმა სოფელ წნისთან, რკინიგზის გადასასვლელთან გამაჩერეს. მითხრეს უბრალო შემოწმებააო”– აცხადებს “მეცხრე არხთან” ახალციხის მკვიდრი.
სამართალდამცველები მოქალაქეებს დოკუმენტებს სთხოვენ და ავტომობილებს ჩხრეკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს.