სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღიმართა. ახალციხის მერიის თანამშრომლები და ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის დროშით, ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ამ გზით ვიზალიბერალიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ 18 დეკემბერს ანგარიში წარმოადგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რათა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდეს.
საქართველოს სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, ახალციხე ვიზალიბერალიზაციის პროცესის აღნიშვნას მხოლოდ ადმინისტარციული შენობის წინ დროშის აღმართვით გამოეხმაურა.