ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. სოფელ დიაკონიძეების გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
მძღოლების განცხადებით, გზის გაწმენდას ისინი უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური რომლებიც, მგზავრების შემოვლითი გზით გადაყვანას უზრუნველყოფენ.
ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.