ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ხელფასი 35 პროცენტით მოემატებათ. ახალციხის მერის განმარტებით, იგეგმება ქალაქში არსებული სხვა ა(ა)იპ–ების სახელფასო ანაზღაურების გაზრდაც.
ცვლილებები შევიდა სამშენებლო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვასთან დაკავშირებითაც.
დღესვე გადაწყდა, რომ სასპორტო სკოლისთვის რინგს შეიძენენ.
ახალციხის მერიამ, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის, 100 000 ლარი გამოყო.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, ეს რიგით მეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა იყო, სადაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.
რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, იგი შემდეგ სხდომაზე განიხილება.