სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება. აღნიშნულის შესახებ “მეცხრე არხს” “ინტერგაზის” ხელმძღვანელმა ვასილ აბულაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მარნეულში სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულეს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 14 დეკემბერს აღდგება.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს გაზის ტანსპორტირების კომპანიამ” გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, 11 დეკემბერს გაავრცელა, რომლის თანახმადაც ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 4 დეკემბრის 05:00 საათიდან 15 დეკემბრის 15:00 საათამდე შეუწყდებოდათ. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების დროებითი შეწყვეტის მიზეზი, მარნეულის განშტოებაზე დაგეგმილი სამუშაოები იყო.