ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის
რაიონულ პროკურატურაში, გიორგი კოპაძის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის
მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
საკრებულოს წევრი ძალოვან სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.