ახალციხის მერიამ, ქალაქის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების 2016–2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ჟურნალისტებთან ახალციხის მერი განმარტავს, გეგმა მერების შეთანხმების ფარგლებში უნდა განხორცილდეს, რომელიც C O 2 -ის გამოყოფისა და ემისიების შემცირებას გულისხმობს. ასევე, მომზადდება მდგრადი განვითარების სააგენტოს შექმნის გეგმა და მოხდება ახალციხის ციხის გარე–განათების რეაბილიტაცია. გიორგი კოპაძის თქმით, გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია.
ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენაში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც . „მდგრადი განვითარების ცენტრ – რემისიას“ განმარტებით, ახალციხემ, ისევე, როგორც სხვა დანარჩენმა ქალაქებმა, ვალდებულია მოამზადოს წინადადებები ენერგოეფექტურობაზე, განახლებად ენერგიაზე, ნარჩენებზე და ტრანსპორტის სექტორზე.
ახალციხე „მერების შეთანხმებას“ ქვეყნის სხვა თვითმართველ ქალაქებთან ერთად 2014 წლის 31 ოქტომბერს შეუერთდა.