სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორი ლევან პაქსაშვილი მალხაზ კაპანაძემ ჩაანაცვლა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებების ფარგლებში, ლევან პაქსაშვილი შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ცვლილებები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, დღეს 30 ნოემბერს განხორციელდა.
რაც შეეხება მალხაზ კაპანაძეს, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ იგი ამ დრომდე, ცენტრალურ უწყებაში საგამოძიებო ნაწილის პროკურორად მუშაობდა.
ლევან პაქსაშვილს კი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა 2013 წლის 22 ნოემბრიდან ეკავა.
საკადრო ცვლილებები ამ დროისათვის მხოლოდ ცენტრალურ უწყებაში და აღნიშნულ ორ საოლქო პროკურატურაში განხორციელდა.