ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ რიგით მოქალაქეებს.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის შეჯამებით დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვით გაგრძელდა. გამგეობის პირველი პირების განმარტებით მომავალი წლისათვის მთავარი პრიოპრიტეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები იქნება.
დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა განმარტება, მომავილი წლის ფინანსურ დოკუმენტში, შრომის ანაზღაურების მუხლში ბიუჯეტის ზრდაზეც გააკეთა. ზაზა მელიქიძის თქმით, ეს 28 სპეციალობაზე კონკურსის გამოცხადებამ და იმ ადგილების შევსებამ გამოიწვია, რომელიც მიმდინარე წელს ვაკანტური იყო. ახალი თანამშრობმლების დამატების საჭიროებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელების ნაწილი ვერ ხედავს.
რა კონკრეტული ცვლილებები შეიძლება შევიდეს მთავარ ფინანსურ დოკუმენტში – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხზე ბიუჯეტის პროექტის დამუშავების შემდეგ ისაუბრებენ. მესამე სექტორისა და საკრებულოს წევრების გარდა, საჯარო განხილვას რიგითი მოქალაქეებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა დარბაზში მხოლოდ ერთი, სოფელ წყალთბილის მკვიდრი ასთხიკ სარქისიანი იმყოფებოდა.
რატომ არ ჩაერთო საჯარო განხილვაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ჰქონდათ თუ არა ადგილობრივებს ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ – გამგებელმა განმარტა, რომ სოფლებში განცხადებები გამოიკრა, მოსახლეობა საჯარო განხილვისათვის იფორნმირებული მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის საშუალებითაც იყო. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 25 ნოემბერს ისევ გამგეობას დაუბრუნდება. 2016 წლის ბიუჯეტმა 4 მილიონ 441 ათასი ლარი შეადგინა.